G1W – კარგი ვიდეო რეგისტრატორი (ფოტოები და ვიდეო)

ცოტა კი დამიგვიანდა ამ განხილვის დაწერა, მაგრამ მაინც დავწერ.

ბოლო დროა მეზობელი ქვეყნების ნაცვლად საქართველოშიც იმატებს მანქანის ვიდეორეგისტრატორების რიცხვი, სულ უფრო მეტი ვიდეო იდება იუთუბზე და ა.შ. მეც გადავწყვიტე ჩემი მანქანისთვის ვიდეო კამერა მეყიდა. თავიდან დავიწყე ამაზონზე ძებნა, თუმცა ფასები საკმაოდ განსხვავებული იყო, ზოგი $20 ზოგიც $300 ღირდა, კომენტარებში ზოგი კარგს წერდა ზოგიც ცუდს. შემდეგ გადავაწყდი რამდენიმე ბლოგს სადაც სხვადასხვა ვიდეო კამერებს განიხილავდნენ და ამ ბლოგების კითხვა დავიწყე. რამდენიმე პოსტის წაკითხვის შემდეგ ვიპოვე იდეალური ვიდეორეგისტრატორი – ჩინური G1W. ვიცი, რომ ხშირად “ჩინური” ხარისხთან არ ასოცირდება, თუმცა ეს კარგი კამერა აღმოჩნდა. ერთ-ერთ ბლოგზე ეწერა რომ $100-ზე ქვემოთ საუკეთესო ვარიანტია; რამდენიმე ვიდეოს ვუყურე და გადავწყვიტე გამომეწერა.

IMG_8648ამ კამერას ამაზონზე BAIKLOV ჰყიდის, რომელიც ჩინეთშია, შესაბამისად კამერის ჩამოტანას ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება (თუმცა არც ისე დიდი). მაგალითად მე ეს კამერა 2014 წლის 27 მარტს გამოვიწერე და ამერიკაში დანიშნულების პუნქტში 7 აპრილს ჩავიდა ხოლო საქართველოში 15 აპრილს ჩამოვიდა, ანუ დაახლოებით სამი კვირაზე ნაკლები ველოდე.

IMG_8653

G1W მიკრო სდ ბარათებზე მუშაობს, რომელიც კომპლექტში არ მოჰყვება, კომენტარებში ეწერა რომ საუკეთესო ვარიანტი SanDisk-ის მე-4 თაობის 32გბ-იანი ბარათია, მეც გამოვიწერე, თუმცა ამ ბარათმა არ იმუშავა. ჩართვიდან რამდენიმე წუთში კამერა Memory Error-ს წერდა და ითიშებოდა. რჩევისთვის BAIKLOV-ს მივწერე, რომელმაც რამდენიმე საათში მიპასუხა და რამდენიმე გამოსავალი შემომთავაზა (მათ შორის ბარათის დაფორმატება, კამერაზე კონფიგურაციის შეცვლა და ა.შ.). სამწუხაროდ არცერთმა ხერხმა არ გაამართლა. რამდენიმე მეილიანი მიმოწერის შემდეგ BAIKLOV-მა Transcend-ის ბარათი შემომთავაზა, რომელსაც თავად ჰყიდის და რომელზეც მითხრა რომ გამოგზავნამდე შეამოწმებდა და მხოლოდ დარწმუნების შემდეგ მომყიდიდა. ბარათს კიდევ 3 კვირა ველოდე.

IMG_8657

IMG_8661

G1W დაბალი ხარისხის პლასტმასისგანაა გაკეთებული, რომელიც სიმყარის საუკეთესო შთაბეჭდილებას არ ტოვებს, არ ვიცი ჩემსას სჭირს რამე თუ ყველა ასეა, მაგრამ კამერის სამაგრზე ჩამოკიდებისას ის სათანადოდ არ მაგრდება, თავიდან მეგონა რომ ჩამოვარდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

IMG_8664

G1W-ის 1080p ანუ Full HD ვიდეოს გადაღება შეუძლია და უამრავი ფუნქცია აქვს, მაგალითად 120 გრადუსიანი ფართე კუთხიანი ობიექტივი, მოძრაობის დეტექტორი, რამდენ წუთიანი ვიდეოები გადაიღოს, ფოტოს გადაღება, მიკროფონი და ა.შ. Full HD ხარისხით 32გბ-იანი ბარათი დაახლოებით 5 საათსა და 30 წუთს იღებს, შემდეგ კამერა ითიშება, თუ ჩართავთ ის ძველ ვიდეოებზე გადაწერას დაიწყებს. მართალია კამერის ინსტრუქცია ცუდი ინგლისურითაა დაწერილი, თუმცა მასში ყველა დეტალია ახსნილი.

კამერაში $52 ხოლო ბარათში $28 გადავიხადე (BAIKLOV-ის შიპინგი უფასო იყო) + 0.6კგ-ს ჩამოტანა დაახლოებით $5 ანუ ყველაფერი ჯამში $85 დაჯდა.

IMG_8670

ესეც დღისით და ღამით გადაღების ტესტი:

მოკლედ, თუ თქვენი მანქანისთვის კამერის ყიდვას გადაწყვეტთ, გირჩევთ G1W იყიდოთ.

5 comments

  1. კამერა ნომრალურია და ფასიც შესაბამისი. მალდობა განხილვისთვის🙂

  2. gaixare magaria dzaan, exla gamovwere, 4 video registratori mqonda da bolo romelic viyide 90 $ gadavixade sakmaod kargi xarisxis iyo magram esec ar chamouvardeba arafrit tu uketesad ar igebs🙂

    1. მადლობა, არ დაგავიწყდეს ბარათის იგივე გამყიდვლისგან გამოწერა და საერთოდ გამოწერამდე თუ მიწერ რომ შეგიმოწმოს ბარათი რომ ნამდვილად მუშაობს კარგს იზამ.🙂

  3. მირიან გამარჯობა
    მართალია თითქმის წელი გავიდა შენი ნაწერიდან, მაგრამ იქნებ რამდენიმე კითხვაზე მიპასუხო:
    1. პარკინგის დროს თუ იღებს ვიდეოს ავტომატურ რეჟიმში?
    2. რამდენად კმაყოფილი იყავი ან ხარ ამ კამერით?
    3. ახლა რა მოდელი გიყენია მანქანაზე?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s