როგორ შეიცვალა ფეისბუქის დიზაინი 10 წლის განმავლობაში

ფეისბუქზე 2007 წელს დავრეგისტრირდი, მახსოვს ჩემმა კლასელმა მითხრა “ფეისბუქზე ჩვენი კლასის ჯგუფი გავხსენი და მაგარ რაღაცეებს ვდებო.” ყურადღება არ მივაქციე. მეორე დღეს სხვა კლასელმა მკითხა “იცი ჩაკ ნორისს საათი რატომ არ უკეთია? იმიტომ რომ ის თავად წყვეტს რომელი საათია” და დაამატა რომ სხვა ჩაკ ნორისის ხუმრობები იმ ფეისბუქის ჯგუფში დადო. მესამე დღეს ნახევარი სკოლა ყოვლისშემძლე ფეისბუქზე ლაპარაკობდა, მეც გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი. მანამდე რა თქმა უნდა კომუნიკაციის სხვა არხებიც მქონდა გამოცდილი, მაგალითად მირკი, მაისფეისი, მსნ მესენჯერი, თუმცა ფეისბუქმა ამ ყველაზე უფრო მეტი შემოგვთავაზა.

იმ დროინდელი ფეისბუქი აბსოლუტურად განსხვავდებოდა როგორც დიზაინით ასევე ფუნქციებით. მაშინ ადამიანებისთვის Poke-ის გაკეთება ანუ ხელის კვრა, “მიჯირყვნა” შეიძლებოდა, არ იყო რეკლამები და ჩატი, მომწონებლებს ფანები ერქვათ და ა.შ. ბევრი რომ არ გავაგრძელო მოდით გადავხედოთ როგორ შეიცვალა ფეისბუქის დიზაინი 10 წლის მანძილზე:

2004 წლის დიზაინი

2004 წლის დიზაინი

2004: თავდაპირველად, მას Thefacebook ერქვა და ის მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებისთვის იყო გახსნილი, თუ არ იცით რატომ მაშინ გირჩევთ ნახოთ ფილმი The Social Network. განსხვავებით დღევანდელი დიზაინისა, ამ გვერდის ბოლოში a Mark Zuckerberg production ეწერა.

2005 წლის დიზაინი

2005 წლის დიზაინი

2005: ლურჯი და თეთრი ფერი დაარსების დღიდან არ შეცვლილა. პროფილს არ ჰქონდა ქავერი და მისი უმეტესობა ტექსტს ჰქონდა დაკავებული. ამავე წელს ფეისბუქი ჰარვარდს გასცდა და სხვა სკოლებს მიეცათ დარეგისტრირების უფლება.

2006 წელი

2006 წელი

2006 წლიდან ფეისბუქმა ცვლილების განხორციელება დაიწყო. ამ წლის ყველაზე დიდი მიღწევა რამდენიმე ფოტოს დამატება გახდა. ასევე მომხმარებლებს სტატუსის და Share-ის, როგორც ჩვენში ეძახიან, გაზიარების ფუნქცია ჩაერთოთ.

2007 წელი

2007 წელი

2007 წელს პროფილის მარცხენა ჩამონათვალს პატარა ლოგოები დაემატა – ჯგუფებს ორი ადამიანის სილუეტი, კალენდარს – 31, ფოტოებს ორი ფოტო და ა.შ. ამავე წელს დაიწყო აპლიკაციების განვითარება.

2008 წელი

2008 წელი

2008 იყო წელი, როდესაც კედელი აბსოლუტურად შეიცვალა. მომხმარებელთა დიდი ნაწილი ამ ცვლილებით უკმაყოფილო დარჩა და შეიქმნა უამრავი ჯგუფი, რომელიც ძველი დიზაინის დაბრუნებას ითხოვდა თუმცა მათ შედეგი ვერ გამოიღეს.

2009 წელი

2009 წელი

2009 წელს ჰოუმმა, რომელსაც დღეს ნიუს ფიდი ჰქვია, ყველა მეგობრის სიახლის დანახვა საშუალება ტვიტერის სტილში მოგვცა. ალბათ შეამჩნევდით რომ ქვემოთ ჩატიც გამოჩნდა. რეალურად, ჩატი 2008 წლის ბოლოს გამოჩნდა, 6 აპრილის პრეს რელიზში ეწერა: ამ კვირას ფეისბუქი ახალ ფუნქციას ამატებს, რომლის მეშვეობითაც მეგობრებს რეალურ დროში შეეძლებათ ერთმანეთთან კომუნიკაცია, ფეისბუქი გაჩვენებთ თუ როდის არიან თქვენი მეგობრები შემოსული.

2010 წელი

2010 წელი

2010 წელს ზედა მარცხენა კუთხეში პროფილის სურათი და სტატუსის განახლების ფუნქცია გამოჩნდა. ამავე წელს აქტიურად დაიწყო ფეისბუქის სხვადასხვა ენებზე თარგმნა, რამაც ჩვენ შემთხვევაში მომხმარებელთა ოდნოკლასნიკიდან ფეისბუქზე მიგრაცია გამოიწვია.

2011 წელი

2011 წელი

2011 წელს ფეისბუქმა განახლებული პროფილი შემოგვთავაზა და მის ასახსნელად ვიდეოც კი გააკეთა:

ამავე წელს მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდა Ticker-ი, ანუ მეგობრების განახლებების რეალურ დროში ჩვენება. ასევე წლის ბოლოს გამოჩნდა თაიმლაინი, რომელიც ზოგ მომხმარებელს 2012 წელს ჩაერთო:

2012 წელი - თაიმლაინი

2012 წელი – თაიმლაინი

2012 წელი იყო დიზაინის და კონცეფციის ცვლილების წელი. ორსვეტიანმა თაიმლანმა ზოგ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნა, რადგანაც მათი ძველი პოსტების ნახვა საკმაოდ ადვილი გახდა. მოხმარებლებმა ფეისბუქის პრივატულობაზე დაიწყეს საუბარი და ზოგმა ამ სოციალური ქსელის დატოვებაც გადაწყვიტა, იმის იმედით რომ მაგალითად გუგლ+ზე უფრო დაიცავდნენ საკუთარ ინფორმაციას.

2013 წელი

2013 წელი

2013 წელს ნიუს ფიდში ბევრი არაფერი შეცვლილა გარდა იმისა რომ ფოტოების და ვიდეობის ზომა გაიზარდა. ამავე წელს ფეისბუქმა გრაფ ძიება შემოგვთავაზა, რამაც ადამიანების ძებნა კიდევ უფრო მარტივი ხოლო პრივატულობის განცდა კიდევ უფრო შეამცირა.

2014

2014

ესეც 2014 წლის დიზაინი, რომელსაც ზოგიერთი თქვენგანი ახლა საკუთარ ფეისბუქზე ხედავს. საინტერესოა როგორი იქნება შემდეგი განახლება.

3 comments

      1. რამდენჯერმე დავარეფრეშე, მაგრამ ახალი პოსტი არ ჩნდებოდა ასე რომ სხვა გამოსავალი არ იყო🙂 ახლა განვაახლე სქრინი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s