2D სათვალე მათთვის ვისაც 3D თვალს სტკენს

დღეს ვიყავი კინოთეატრ ამირანში Cirque du Soleil-ზე. საკმაოდ სანახაობრივი ფილმია, თავად ეს საცირკო დასი საოცრებაა, მხოლოდ 2010 წელს მზის ცირკის წლიურმა შემოსავალმა $850 მილიონი შეადგინა. ფილმში საუბარი მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება, დანარჩენი კი კინემატოგრაფის ოსტატობაა. თუმცა, როგორც ბოლო დროის ბევრი სხვა ფილმი ისიც 3D არის.

cirque_du_soleil

3D მსგავს ფილმებში საინტერესო ეფექტებს ჰქმნის, თუმცა მისგან თვალები მტკივდება; არ ვიცი ეს ჩვენი კინოთეატრების პროექტორის ან სათვალის თუ ჩემი თვალების ბრალია, მოკლედ ამ მიზეზის გამო კინოში ხშირად ვერ დავდივარ.

3d_headache

რამდენიმე თვის წინ ამაზონზე საინტერესო გამოსავალს მივაგენი. აღმოჩნდა რომ მსგავსი პრობლემა სხვებსაც აწუხებთ და მის გადასაჭრელად ამერიკელმა ჰენკ გრინმა 2D სათვალე გამოიგონა. გრინის თქმით ის ცოლთან ერთად Tron Legacy-ის სანახავად წავიდა, თუმცა მისმა მეუღლემ ბილეთები ამ ფილმის 2D ჩვენებაზე იყიდა რადგანაც მას 3D-ისგან თავი სტკივდება. გრინს არ უნდოდა ამ ფილმის 2 განზომილებაში ნახვა თუმცა მეუღლე მაინც დაიყოლია, ხოლო ფილმის დასრულების შემდგომ 3D სათვალე სახლში წაიღო (ალბათ იმ კინოთეატრში ერთჯერად სათვალეებს არიგებენ) და ის 2D-იდ გადააქცია. რამდენიმე დღეში გრინმა მეგობრებისგან სათვალის დასამზადებლად ათეულობით შეკვეთა მიიღო და გადაწყვიტა ის მასობრივად ეწარმოებინა.

ჰენკ გრინი და მისი 2D სათვალე

ჰენკ გრინი და მისი 2D სათვალე

ჰენკ გრინის 2D სათვალე რამდენიმე თვის წინ გამოვიწერე, ის სულ რაღაც 8 დოლარი ღირს და დღეს პირველად Cirque du Soleil-ზე დავტესტე. აღმოჩნდა რომ მუშაობს, არც თვალი მატკინა და არც თავი; ამიტომაც ვისაც ეს პრობლემა გაწუხებთ გირჩევთ შეიძინოთ. დაისვენებთ.🙂

me_da_eka

მე და ეკა 2D სათვალით

2d_glasses2d_glasses_1ბონუსი – მზის ცირკის მიერ შესრულებული ქართული ცეკვა:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s