ილია ცინაძის დედა ენა

ილია ცინაძე საქართველოში დაიბადა, ხოლო როდესაც 8 წლის იყო, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მას შემდეგ ილიას ქართულ კულტურუსთან და განსაკუთრებით ქართულ მუსიკასთან კავშირი არ გაუწყვიტავს. ილია 13 წლის იყო, როდესაც მშობლებმა პირველი გიტარა უყიდეს. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა უილიამ პეტერსონის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც იგი ჯაზს სწავლობდა. ცინაძე საქართველოს 2005 წელს ეწვია, სადაც მან თავის მუსიკალური მემკვიდრეობა აღმოაჩინა, იგი შეხვდა რამდენიმე მუსიკოსს და გადაწყვიტა ქართული სიმღერა შეესწავლა. ილიამ, ოჯახისა და მეგობრების დახმარებით თავი მოუყარა რამდენიმე ისტორიასა თუ სიმღერას და გადაწყვიტა ისინი ამერიკელი პუბლიკისთვის გაეცნო.

 

ილია ცინაძის ბენდი (ფოტო ილიას ვებ-გვერდიდან http://www.ilusha.com)

ილიამ შექმნა ბენდი, რომელიც ექვსი წევრისგან შედგება, ესენი არიან: რიჩი ბარშეი (დრამი), ქრის თორდინი (კონტრაბასი), რობ ჰექთი (ვიოლინო), ლიამ რობინსონი (აკორდეონი) და ვოკალისტი – ჯინ რო. ამჟამად ისინი თავიანთ პირველ პროექტზე – დედა ენაზე მუშაობენ, ამ ალბომში 8 ტრადიციული ქართული და ილიას მიერ დაწერილი 2 სიმღერა შევა.

ცოტა ხნის წინ ილიამ იუთუბზე თავის პირველი ვიდეო კლიპი “მოხევის ქალო თინაო” დადო, რომელიც ძველი ქართული სიმღერის ილია ცინაძის ბენდის ინტერპრეტაციაზეა გადაღებული.

კლიპი რამდენიმე დღეში ათასობით ადამიანმა ნახა და ფეისბუქისა თუ სხვა გვერდების მეშვებოით გაავრცელა. ქართველებს სიმღერა მოეწონათ.

რამდენიმე დღის უკან თავად გავესაუბრე ამ შთამბეჭდავ ახალგაზრდას, რომელსაც უყვარს საქართველო და რომელიც სიამოვნებით ჩაატარებდა კონცერტს თავის სამშობლოში.

ილია, როგორ გამოხმაურებას ელოდი როდესაც “მოხევის ქალო თინაო იუთუბზე” დადე?

- ვიცოდი რომ ქართველებს მოეწონებოდათ, თუმცა ასეთ პოპულარობას არ მოველოდი.

- როდის გადაწყვიტე რომ მუსიკოსი გამხდარიყავი?

- სკოლა რომ დავამთავრე ვიცოდი რომ ყველაზე უფრო მუსიკა მინდოდა მესწავლა, სწორედ მაშინ ჩავაბარე ჯაზის ფაკულტეტზე.

- საქართველოში პირველად წასვლიდან 15 წლის შემდეგ ჩამოხვედი. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა?

- როდესაც ჩამოვედი აეროპორტში, 10 ადამიანი მელოდებოდა. ისინი ორი მანქანით იყვნენ და იმაზე დაობდნენ, თუ ვის სახლში წამიყვანდნენ. თავი კომფორტულად ვიგრძენი. თავიდან ქართულად ცუდად ვმეტყველებდი. როდესაც ხალხი სწრაფად მელაპარაკებოდა, ნაწილს ვერ ვიგებდი. უბრალოდ თავს ვაქნევდი და ვიღიმოდი. მას შემდეგ საქართველოში კიდევ ოთხჯერ ვიყავი.

- საქართველოში კონცერტის ჩატარებას ხომ არ გეგმავ?

- ჩემი მიზანია მომავალ ზაფხულს საქართველოში ბენდთან ერთად ჩამოვიდე. მინდა მონაწილეობა მივიღო ისეთ ფესტივალებში, როგორებიცაა არტ-გენი და ჩვენებურები. ასევე მინდა კონცერტი გავმართო ბათუმში, სვანეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

ვინ არის შენი ფავორიტი შემსრულებელი/ბენდი?

- ჩემი ფავორიტი ჩემი პარტნიორი ჯინ როა, ხოლო საყვარელი ბენდი – ჯგუფი რომელთან ერთადაც დისკზე ვმუშაობ. ისინი არა მარტო გულით უკრავენ, არამედ ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანები არიან.

როდის გამოვა დედა ენა და გაიყიდება თუ არა ის საქართველოში?

- დისკი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გამოვა და გაიყიდება როგორც საქართველოში ასევე ჩემს ვებ-გვერდზე.

About these ads

2 comments

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s